სამუშაო შეხვედრა მუხაესტატეს მეორნეობის დასახლებაში
მუხაესტატეს მეურნეობაში თანამედროვე ტიპის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების შექმნა იგეგმება.
მოსახლეობისთვის ადგილზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოსახლებას დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია დაგეგმილი საინჟინრო საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
პროექტის თანახმად, მუხაესტატეს მეურნეობაში დეცენტრალური ტიპის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შეიქმნება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წყალი უწყვეტად 24 საათის განმავლობაში შეზღუდვების გარეშე მიეწოდება. ასევე, მოხდება წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც შემცირდება ზემოქმედება გარემოზე.